Business news
აქ, ახლა თიბისი ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს
ბიზნეს ბლოგი
29 September 2021
visibility 5061

თიბისი არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების ლიმიტს ზრდის და მომხმარებელს სერვისის მიღებას ციფრული არხით სთავაზობს.  

განახლებული პირობებით მომხმარებელი ვალდებული აღარ არის წარმოადგინოს უზრუნველყოფა 250,000 ლარამდე მოცულობის საბანკო გარანტიისათვის. ამასთანავე, საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო გარანტია განკუთვნილია 5 000 000 ლარამდე კონტრაქტებისათვის. 

„ჩვენი მისიაა გაუმარტივოთ ადამიანებს, ბიზნესებს ცხოვრება, ამ სიახლის დანერგვით ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის წარმომადგენლებს. მათ აღარ მოუწევთ დამატებით უზრუნველყოფის მოძიება საბანკო გარანტიისთვის და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ხარჯებსაც თავიდან ავარიდებთ. ჩვენი მიზანია, ბიზნესმა რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა,“  - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.  

თიბისი საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებს შორის პირველია, რომელმაც არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის ლიმიტი 250,000 ლარამდე გაზარდა. ასევე, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ხელმოწერა დისტანციურად  დაამოწმონ, რითაც ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ დაზოგონ დრო და  ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადონ.

 

არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ვებგვერდზე: bit.ly/BusinessGuaranteesან ეწვიოთ თიბისის ფილიალებს.