Business news
გრძელვადიანი ბიზნეს სესხი თიბისისგან მზის პანელებზე - უფასო ელექტროენერგია დღეს
ბიზნეს ბლოგი
08 February 2022
visibility 5755





ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მსოფლიოში წლიდან წლამდე იმატებს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი - გასულ წელს 13,75 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოვიხმარეთ, რაც 13%-ით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ტარიფი კი ძვირდება. ამ ვითარებაში ენერგიის ალტერნატიულ, ეკომეგობრულ წყაროებზე გადასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ფუნქციონირებისთვის დიდი ოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროებათ.


მზის ენერგიას დიდი ხანია წარმატებით იყენებს ბიზნესების ნაწილი, თუმცა ბევრს მისი შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს. ჩვენ მოგიყვებით, რატომ არის მზის ენერგიაზე გადასვლა მომგებიანი არჩევანი და რა ბენეფიტებით ისარგებლებენ კომპანიები სესხის აღების შემთხვევაში.


რატომ უნდა ავირჩიოთ მზის ენერგია? 

ამის მრავალი მიზეზი არსებობს - მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი,  ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა და რაც მთავარია, შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება;


თუ რატომაა მზის ენერგიაზე გადასვლა სწორი არჩევანი, ამის შესახებ კომპანია Geo-Energy-ის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძეც გვიამბობს.


“მზის პანელები ელექტროენეგიის ხარჯს 75%-ით ამცირებს, სესხით დაფინანსების შემთხვევაში, საშუალოდ 7-8 წლის უკუგების პერიოდის შემდეგ, მიიღებთ უფასო ელექტროენერგიას. ამასთან, თუკი კომერციული ორგანიზაციებისთვის ახლა ტარიფი კილოვატ საათზე 32.8 თეთრია, მზის პანელების შემთხვევაში, საშუალო თვითღირებულება 8-10 თეთრია. იგი გრძელვადიანი ინვესტიციაა, პანელების სასიცოცხლო ვადა 25 წელია. ასე რომ, მზის პანელების დახმარებით მუდმივად დაბალი და სტაბილური ტარიფით ისარგებლებთ, იქნებით ეკომეგობრული და დაცული ტარიფების ზრდისგან”, - ამბობს ლევანი და ამატებს, რომ ნეტოაღრიცხვის საშუალებით შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, მზის სადგურის მიერ წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია შესაძლებელია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას.


რას გთავაზობთ თიბისი?

თიბისი მომხმარებლებს გრძელვადიან ბიზნეს სესხს სთავაზობს მზის პანელების შეძენის მიზნობრიობით. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოხმარებლებისთვის არაერთ ბენეფიტს აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს:


  • სესხის პროცენტის სუბსიდირებით სესხის სრულ ვადაზე (რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%) (აწარმოე საქართველოში);

  • 10-20 %-იანი გრანტით რეგიონების შემთხვევაში (აწარმოე საქართველოში);

  • სესხის პროცენტის სუბსიდირებით მაქსიმუმ 48  თვის განმავლობაში 11%-ის ოდენობით (სოფლის განვითარების სააგენტო);

  • EBRD-ის cash back-ით (10-15%);

  • ბიზნესსპეციფიკიდან გამომდინარე, ინდივიუალური დაფარვის გრაფიკი საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით.


“გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაში და ხელი შევუწყოთ კომპანიებს, განახორციელონ ფინანსურად მომგებიანი გრძელვადიანი ინვესტიციები. გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის მზარდი ტარიფიც, რაც ბიზნეს დანახარჯებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მზის სადგურით გამომუშავებული ელექტროენერგია ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, შეიმცირონ საოპერაციო ხარჯი, მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა და მეტიც, ჭარბად გამომუშვებული ელექტროენერგიით გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო”, - აცხადებს ანა გოროზია, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნეს დაკრედიტების გუნდის კაპიტანი


როგორც თიბისიში განმარტავენ, განხორციელებული ინვესტიცია გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო საშუალოდ 7-8  წლის შემდეგ უფასო ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტი კი  განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა საწარმოები, სასტუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, სათბურები, სამაცივრე მეურნეობები და სხვა.


როგორ შეგიძლიათ მზის პანელებით სარგებლობა?

პროექტში თიბისისთან ერთად ჩართულია ქართული კომპანია Geo-Energy, რომელიც უზრუნველყოფს მზის ენერგოსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას. იგი Seraphim-ის ექსკლუზიური დილერია საქართველოში. Seraphim-ი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის TIER 1 მზის პანელების მწარმოებელი კომპანიაა.


კომპანია ახორციელებს მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში და გაძლევთ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას (ე.წ. Performance Guarantee) 12 თვის განმავლობაში - იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკრო ელექტროსადგურმა ვერ გამოიმუშავა წინასწარ დათვლილი ელექტროენერგია, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით ზრდის სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. თავად მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია.  რაც მთავარია, კომპანია, აპლიკაციის საშუალებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის 24-საათიანი კონტროლის შესაძლებლობასაც გაძლევთ.


კომპანიის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ თიბისის შემოთავაზება ერთგვარი ბიზნესპროექტია, რომლითაც ბანკი მოხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ დაზოგვას, არამედ შემოსავლის წყაროსაც.


თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის  ხელშეწყობას “მწვანე“ ინვესტიციის განხორციელებაში და მხარს დაუჭერს კომპანიებს, გახადონ საკუთარი საქმიანობა ეკომეგობრული.