Business news
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში"
ბიზნეს ბლოგი
26 October 2022
visibility 1906

„ჯიქეი ვაინერი"-მ კახეთში, სიღნაღის რაიონ სოფელ ნუკრიანში ააშენა რესტორანი და მარანი ,,დერგი" რომელის ბრენდ შეფი გახლავთ საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავჯდომარე - ლევან კობიაშვილი. რესტორანს აქვს უმაღლესი სტანდარტების, ჰასპით რეგულირებადი ტრადიციული კახური სამზარეულო, რომელიც მუშაობს ნატურალურ, ჯანსაღ, სერთიფიცირებულ პროდუქტზე და მომხმარებელს სთავაზობს გემრიელ და ჯანსაღ საკვებს ულამაზეს გარემოში.

 



ბუტიკ სასტუმრო და გლემფინგი  ,,ვაინ სფეისი’’ სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს 2019 წლიდან. სასტმრო მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხვანჭკარის ულამაზეს მიკროზონაში, სოფელ სადმელში. მრავალსაუკუნოვანი ღია მარანი, 100 წლის შენობა, რომელიც რენოვაციის შემდეგ იქცა თანამედროვე და კომფორტულ სასტუმროდ უნიკალური და დახვეწილი დიზაინით, შემდეგ კი დაემატა გლამურული კემპინგი-გლემფინგი; ღია კინოთაეტრი, საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახის პრემიუმ ხარისხის ღვინო, ღვინის ბაზაზე დამზადებული კოქტეილიები. 

 



შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ დაარსდა 2016 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად ეწევა არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას აჭარის რეგიონში. კურსების, რომელსაც სასწავლებელი მომზადება/გადამზადების პროგრამების ფარგლებში ატარებს, კერძო ბიზნესის პირდაპირ დაკვეთას წარმოადგენს, რაც ავტომატურად კურსდამთავრებულთა დასაქმების 90%-იან მაჩვენებელსა და რეგიონში მზარდ დასაქმებულთა რიცხვზეც აისახება. 

 



NS STUDIO  ქუთაისში რადისონის ბრენდის სახელით აშენებს სასტუმროს, 39 სართულზე განაწილებული 160 სასტუმრო ნომრით, 3 რესტორნით და ბოლო სართულზე მოწყობილი საცურაო აუზით. ბალახვანში მდებარე საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია ძველი აუზი, რომელიც ახალი პროექტის ფარგლებში განახლდება და იფუნქციონირებს სასტუმროსგან დამოუკიდებლად.  პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 20 მილიონ აშშ დოლარს. სამშენებლო სამუშაოები იწყება 2023 წლის თებერვლიდან, სასტუმროს დასრულება და გახსნა იგეგმება 2027 წლის ბოლოს. 

 



„ბაკურიანი ქუდები“ არის ორი გლემპინგი დაბა ბაკურიანში, კოხტა გორას ძირში, ტყიდან რამდენიმე მეტრში, სასტუმრო კოტეჯები ეკოლოგიურად სუფთა, არაჩვეულებრივ ადგილას მდებარეობს. 

 



„სილქ როუდ ენჯინიარინგი“ ფერმერების პირველი მეგობარი და მხარდამჭერია, რადგან მათ უმაღლესი ხარსხის ტექნიკას, აგრეგატებს და ნაწილებს აწვდის. ასევე კომპანია უმაღლესი ხარსხის სარემონტო სერვისს უწევს ნებისმიერი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. 

 



შატო ვარციხე - პირველი შატოა იმერეთში, რომელიც სოფელ ვარციხე მდებარეობს. ეს არის თანამედროვე სტილის სასტუმრო კომპლექსი, ულამაზესი ნომრებით და ხის კოტეჯებით ტყეში. სასტუმრო იტევს 32 სტუმარს. ადგილზე არის ღია საცურაო აუზი, საუნა და ცხელი ჯაკუზი. ქართული რესტორანი უგემრიელესი კერძებით და ღვინის მარანი, სადაც მზადდება 100% ით ნატურალური ღვინო.



სასტუმრო 'კვადრუმი' მდებარეობს გუდაურში, იგი გამოირჩევა როგორც თავისი ორგინალური არქიტექტურით, რაც ტურისტების დიდ ინტერეს იწვევს, აგრეთვე მომსახურეობის მაღალი ხარისხით. 

 



„ონვეი“ არის ქართული ინოვაციური საფოსტო-საკურიერო კომპანია, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს. კომპანიის როლი ქვეყანაში განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პერიოდში, როდესაც მიწოდების სერვისი ფაქტობრივად ერთადერთი გზა იყო პროდუქციის მისაღებად. კომპანიის დამკვეთების უმეტესობა ონლაინ მაღაზიები არიან, შესაბამისად ის  ქმნის მიწოდების ჯაჭვს ონლაინ მაღაზიიდან მომხმარებლამდე და პირიქით.   

 


 

მთის კურორტი "განთიადი" შეიქმნა ბავშვთა კლიმატოთერაპიული სანატორიუმის "განთიადის" ბაზაზე. კომპლექსი განთავსებულია ბუნებრივ ტყე-პარკში და მოიცავს 4 ჰექტარ კერძო ტერიტორიას, 70 ნომრიან სასტუმროს, საკონფერენციო სივრცეებსა და სარეკრეაციო ზონებს აუზის ჩათვლით. კურორტი მდებარეობს ცემში, ბორჯომსა და ბაკურიანს შორის. აღნიშნული ადგილი გამორჩეულია უნიკალური ჟანგბადით, რომელიც სხვა კლიმატურ თავისებურებებთან ერთობლიობაში დადებით გავლენას ახდენს იმუნური სისტემის გაჯანსაღების პროცესზე. 

 



კომპანია "ქორენიშული " დაფუძნდა მაღალმთიან ლეჩხუმის რეგიონში სოფელ ქორენიში. კომპანიის მიზანია რეგიონში აგროტურიზმის განვითარება.  სოფელ ქორენიშში გაისხნა საოჯახო სასტუმრო "ქორენიშული ვერანდა ". სასტუმრო ემსახურება როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებს. აქ  მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნონ ადგილობრივი ჯიშების ღვინოები და კერძები. ასევე მათ შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურეობით -  რიონზე ჯომართობა, ცხენებზე გასეირნება და ტურები რეგიონის მაშტაბით. 

 



„აგრო პლასტის“  პრიორიტეტია ხარისიანი პროდუქციის წარმოება უახლესი მეთოდებით და ადგილობრივი მუშახელის დასაქმება. ასევე პროდუქციის ევროპულ სტანდარტებამდე მიახლოება და ექსპორტი , რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას .  კომპანია სტარტაპ დაფინანსების ფარგლებში აშენებს ხე-ხილის ბაღებს უახლესი მეთოდებით, რაც ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას და რეგიონის განვითარებას . 

 



კომპანია „აჭარული ღვინის სახლი“ ეწევა როგორც სარესტორნო საქმიანობას, ასევე დიდი დატვირთვა მოდის ტურისტული მიმართულებით,   რაც ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებას. 

 



„მკისა აგრონომი“დაფუძნდა 2020 წელს და პირველივე წელსვე წარმატებით დაიმკვიდრა თავი ქართულ სოფლის მეურნეობაში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აგრონომიაში, ფინანსურ მოდელირებაში, კვლევასა და ბიზნეს სტრატეგიის განვითარებაში. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე აგრონომიული მიდგომებით და აქტიურად ნერგავს ციფრულ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის დარგში.   კომპანია დიდ როლს თამაშობს რეგიონალური განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით და ქმნის გამორჩეულ ღირებულებებს. „მკისა“ ამჟამად ფლობს მოცვისა და ნუშის ბაღებს საქართველოს სამ რეგიონში, რომლის ფართობი შეადგენს 165 ჰა-ს : ბოლნისში, ხობში და წყალტუბოში. მისი ძირითადი საქმიანობა ამ მრავალწლიანი კულტურის განვითარება და შემდეგ რეალიზაციაა. 

 



ნიკოლოზ ფალიანი არის IFMGA სამთო გამყოლი და ექსპერტი, დაახლოებით 8 წელია მისი კომპანია უცხოელ სტუმრებს სთავაზობს ექსტრემალურ სათავგადასავლო ტურებს სვანეთის რეგიონში, რომელიც მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ლაშქრობა, კლდეზე ცოცვა, ყინულზე ცოცვა, თხილამურებით გაუკვალავ თოვლში სრიალი, Heliski, Helibiking, ალპინიზმი. კავკასიონის მთების და მყინვარების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ხელშეუხებელია და უცხოელ დამსვენებს საშუალება ეძლევათ, რომ ამ სიველურესთან უფრო ახლოს მივიდნენ და დაკავდნენ მათთვის სასურველი ექსტრემალური აქტივობით გამოცდილ და სერტიფიცირებულ გამყოლებთან ერთად. 

 

 



,,დანელიას ღვინო,, მზადდება განსხვავებული, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული საგვარეულო ტექნოლოგიით, რომელიც ითვალისწინებს ქიმიური პრეპარატების ნაცვლად, ღვინომასალის ნატურალური-ბუნებრივი კონსერვანტით-თაფლით დამუშავებას. შედეგად იზრდება ღვინის სასარგებლო თვისებების სპექტრი და მდგრადობა. ,,დანელიას ღვინის" დასამზადებლად გამოიყენება საქრთველოს მეღვინეობის რეგიონებში მოწეული სხვადასხვა საღვინე ჯიშის ყურძენი; საფერავი, ოჯალეში, ალექსანდროული და სხვა. ღვინის დამუშავება და ბოთლებში ჩამოსხმა ხორციელდება შპს ორბი-ალკოს ღვინის ჩამოსასხმელ საამქროში. ,,დანელიას ღვინოს" მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. 




 

კომპანია „სი-ვი-აი-ჯი“ არის ამერიკული Davis Instruments Corporation და ავსტრიული Pessl Instruments GmbH ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში. მათი, ასევე ქართული, თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ახდენს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-პოპულარიზაციას. მომხმარებლები მომსახურების საშუალებით იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტულად მათი ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე ატმოსფერული და მეტეო მოვლენების შესახებ, ასევე ნიადაგში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მათ მიერ ინფორმირებულ აგრონომიულ გადაწყვეტილებებს. 

 

 



"ფრუტ ლოჯისტიკა" აგროპროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრია, რომელიც 2019 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის დისტრიბუცია. კომპანია სოფლის მეურნეობის პროდუქციით ამარაგებს სავაჭრო ქსელებს ქვეყნის მასშტაბით. პროდუქციის მიწოდება უზრუნველყოფილია უშუალოდ ფერმერებიდან პირდაპირ მომხმარებლამდე დამატებითი რგოლების გარეშე. კომპანიის მიერ დაფასოებული ხილი და ბოსტნეული ბაზარზე „ვეჯის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. 

 

 



„ესე ბუტიკი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ აქსესუარებს და ტანსაცმელს. 

 



უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს სასწავლო ცენტრს 23 წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში. კონკურენტუნარიანი, წამყვანი სასწავლო ცენტრი სწავლებას დედაქალაქის გარდა ახორციელებს ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში და თელავში. აკადემია UNIKO ქმნის კონკურენტულ გარემოს. მათი საიდუმლო, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად შედგენილ, ინდივიდუალურ და ასევე ჯგუფურ სწავლების მოდელზეა აგებული, რაც პროფესიული ცოდნის მიღებაში და დაოსტატებაში უწყობს ხელს. ინოვაციური მეთოდების და თეორიული მასალის გარდა, მსმენელები ადგილზე გადიან პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც მეტად სრულყოფილს ხდის მიღებულ ცოდნას. სასწავლო პროგრამებს უძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები. აკადემია UNIKO-ში მსმენელები სწავლობენ და ეუფლებიან ისეთ პროფესიებს, როგორიცა: ბუღალტერია, ფარმაცია, კომპიუტერული პროგრამირება, ტურიზმის მენეჯმენტი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, კულინარია, კონდიტერია, საბანკო საქმე, ვებ-პროგრამირება, ვიზაჟი, ხელოვნება, ჭრა-კერვა, მოდელირება, დიზაინი. 

 



„აგროკომი“ იჯარით სახელმწიფოსგან აღებულ მიწის ნაკვეთებს ამუშავებს, სადაც გაშენებული აქვს კაკლის მრავალწლიანი ბაღი. 

  



სამვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ირმენი“ 1998 წლიდან დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს ტურიზმის ბაზარზე. იგი მდებარეობს დედაქალაქის ძველ უბანში -ავლაბარში, რაც გარკვეულწილად დიდ გვლენას ახდენს ტურისტების მოზიდვაზე. სასტუმრო ღირებულია მომხმარებელთათვის, რადგან შეუძლია როგორც დიდი ჯგუფების, ისე ინდივიდუალური მოგზაურების განთავსება.   

 



„ტოპლაინ ქონსთრაქშენის” პროექტი FIDELIO - არის გურიის რეგიონში, შეკვეთილში  პირველი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ფიჭვნარის ასწლოვან კორომში ზღვიდან 150 მეტრში. ამ უნიკალური მიკრო კლიმატითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ კურორტზე, აქამდე მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ მხოლოდ საოჯახო სასტუმროებში ან კერძო სახლებში დაესვენათ. FIDELIO კი მათ სრულიად ახალ თანამედროვე სერვისს სთავაზობს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ მომსახურებას. აპარტ-ოტელი მომსახურების სფეროში მოიცავს, პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის ნომრებს, მოსასვენებელ სივრცეებს ოჯახის ყველა ასაკისა და წევრისთვის -ადაპტირებულ გარემოს ოთხფეხა მეგობრებისთვის. კომპლექსი მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, სპას, ბავშვთა გასართობი ზონას, საზაფხულო კინო სივრცეს, საკონფერენციო ოთახს, ქართულ-ფრანგულ ბარ-რესტორანს. 

 



 „გნ“ ნატურალური რძისგან სტერილური მაწვნის ჩამოსასხმელი, პოლიეთილენის ქილებში დამაფასოებელი საწარმოა, რომელიც აჭარაში ქედის რაიონში მდებარეობს. ამას გარდა საწარმოს საქმიანობა მოიცავს ადგილობრივი რაიონის მოსახლეობისგან საქონლის რძის შეგროვებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას,   რძის გადამამუშავებელი საამქროს, ადგილობრივი სიმინდის დაფქვევა -დაფასოებას, მიტანის სერვისს და მარკეტს. 

 



ღვინის მწარმოებელი კომპანია "ნაბერაული", მდებარეობს რაჭაში, ამბოლაურის რაიონში, სოფელ სადმელში. პროექტის განხორციელების უპირველესი მიზანი, რეგიონისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაა, რაც თავის თავში გულისხმობს: მივიწყებული რაჭული ყურძნის ჯიშების აღდგენას, მოწინავე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმოს მშენებლობას, მოწინავე ტექნოლოგიებით ღვინის ლაბორატორიის დაკომპლექტებას, რაც განაპირობებს გამორჩეული, ლიმიტირებული და მაღალი ხარისხის რაჭა-ლეჩხუმის ღვინის, საქართველოსა და მსოფლიო ბაზრებისთვის შეთავაზებას.

 



საკონდიტრო “ტორტიკო” მდებარეობს ქალაქ სამტრედიაში, ასევე არის წარმოდგენილი ორი მაღაზიით ქ. ქუთაისში. საკონდიტროს მიზანია,  თანამედროვე, ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმის მიწოდება რეგიონებში და უსაფრთხო კვების კულტურის შექმნა საქართველოს იმ პატარა ქალაქებში, სადაც, სამწუხაროდ, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს არჩევანი.

 



მარანი „ნანუა“ წარმოადგენს მცირე საოჯახო მარანს, რომელიც მდებარეობს ქალაქ თერჯოლაში, სადაც იწარმოება იმერეთში გავრცელებული ყურძნის ჯიშებისაგან მაღალხარისხოვანი ღვინო. აქვე ხდება უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების გამრავლება, დაკვირვება და თითოეული ჯიშისაგან სანიმუშო ღვინოების დაყენება.

 



კლუბი „რეფლექტორი“ დაარსდა ქალაქ ქუთაისში 2017 წელს. გახსნიდან მალევე ის გახდა ახალგარდებისათვის ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი. კლუბი ცდილობს, მოსულ სტუმრებს შესთავაზოს სოციალურად თანასწორი და უსაფრთხო გარემო, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ როგორც ქართველ ისე უცლოელ ცნობილ შემსრულებლებს,  რასაც ქალაქი აქამდე მოკლებული იყო.

 



"წინწყარო+" თეთრიწყაროს რაიონში დაარსდა 2016 წელს. კომპანია წარმოადგენს ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე რძის გადამამუშავებელ საწარმოს, ბრენდირებული პროდუქციით. წარმოების წარმატების ნიშა ბაზარზე არის მხოლოდ და მხოლოდ ნედლ რძეზე დამზადებული, ნატურალური ეკოგიურად სუფთა პროდუქცია, ჰასპის სტანდარტებით.