Business news
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
25 October 2022
visibility 1996


თბილიჰობი


,,თბილიჰობი“ 2019 წლიდან აწარმოებს საბავშვო ტექსტილის აქსესუარებს (პლედები, თეთრეული, კონვერტები ად ა.შ); თავდაპირველად დაიწყო ნაქსოვი საბავშვო პლედების წარმოებით, რომელიც გამოირჩევა ინდივიდუალურობით, ხარისხით და დღეს, საქართველოში საბავშვო ნაქსოვი პლედების წარმოების მიმართულებით თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული. გარდა ამისა, ,,თბილიჰობის“ ბრენდის ქვეშ დღესდღეობით იწარმოება 30-მდე ერთეული საბავშვო ტექსტილის აქსესუარი. განსხვავებული პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე, არის სამახსოვრო საბანი, რომელიც იქმნება ჩვილის ნაქონი ტანსაცმლით, ხელახალ სიცოცხლეს მატებს პატარას მიერ გამოყენებულ ტანსაცმელს/აქსესუარებს და წარმოადგენს საუკეთესო ნივთს პატარას ყოველდღიურობის მოსაგონებლად. 

 

Bloom Music


Bloom Music ქართული მუსიკალური ბრენდია, რომელიც 2021 წელს, ლოკალურ მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა. მიუხედავად ბოლო 10 წელში წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ქართულ სივრცეს აკლდა რიგი მნიშვნელოვანი როლებისა, რაც მას დასავლურ სტანდარტებთან და სამუშაო პროცესთან მიაახლოვებდა. ინდუსტრიაში სამი სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანმა მიზნად დაისახა, რომ ძალები და ცოდნა გაეერთიანებინა, შედეგად კი შეიქმნა მუსიკალური კომპანია, რომელიც ამ დანაკლისს შეავსებდა.  კომპანია მუსიკოსებს ისეთ სერვისებს სთავაზობს, რომლებზეც საქართველოში იშვიათად თუ მიუწვდებათ ხელი, თუმცა მუსიკალური სცენის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება: არტისტ მენეჯმენტი მუსიკალური ინდუსტრიის ფუნდამენტია. არტისტ მენეჯერის მთავარი მოვალეობაა, სამუშაო პროცესი უზრუნველყოს ისე, რომ მუსიკოსს შესაძლებლობა მიეცეს, მაქსიმალურად მეტი ყურადღება საკუთარ შემოქმედებას დაუთმოს. ამჟამად Bloom Music მენეჯმენტს უწევს 3 პოპულარულ ქართულ მუსიკალურ პროექტს, ერეკლე დეისაძე, EKO & Vinda Folio და Killages, რის ფარგლებშიც არტისტებს სრულ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: იურიდიულ, მარკეტინგულ, ფინანსურ, საკონსულტაციო და ბევრ სხვა სერვისს, რომელიც არტისტებს შესაძლებლობას აძლევთ დრო და ენერგია შემოქმედებით პროცესზე გადაიტანოს. 

 

 Caseland


Caseland-ი აწარმოებს ნებისმიერი სმარტფონისთვის სილიკონის ქეისებს სხვადასხვა ილუსტრაციით. კომპანია მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად შეარჩიოს ილუსტრაცია, წარწერა ან ფოტო, რომელსიც უნდა რომ ქეისზე დაიბეჭდოს.  Caseland-ი გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციით და სწრაფი მიწოდების სერვისით საქართველოს მასშტაბით. კომპანია სამომავლოდ აპირებს, რომ მოხმმარებლებს შესთავაზოს მაკბუქების, ეარპოდების დამცავები და ასევე, სრული ასორტიმენტი, რაც გაჯეტებისთვის იქმნება, რა თქმა უნდა, მთავარი ღირებულება იგივე რჩება - ამ ნივთებს აქვს ხარისხი და ექსკლუზიური, გამორჩეული ვიზუალები.

 

 

 100% ბამბა


„100% ბამბა“ არის ბამბის ნაყინის კომპანია, რომელიც ამზადებს ბამბის ნაყინს განსხვავებული, ახლებური, თანამედროვე ფორმით, რაც გულისხმობს დაფასოებულ ბამბის ნაყინს, ინოვაციურ პროდუქტს - ბამბის ნაყინის ტორტს და ბამბის ნაყინის ფიგურებს, პერსონაჟებს, სწორედ ეს გამოარჩევს მას კონკურენტებისგან. გარდა ამისა ბამბის ნაყინებს აქვს სხვადასხვა გემოები რომელიც მას განსაკუთრებულად გემრიელს ხდის.

 

ინვესტო


ინვესტო წარმოადგენს საქართველოში პირველ სტარტაპებზე ფოკუსირებულ საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ერთის მხრივ სტარტპებს ეხმარება ინვესტიციის მოზიდვის პროცესში და სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიც არის სტარტაპის ღირებულების შეფასებას სილიკონის ველის სტანდარტების მიხედვით, საინვესტიციო წინადადების მომზადებას, ბიზნეს გეგმის მომზადებას და საინვესტციო Pitch Deck ის მომზადებას. ანგელოზ ინვესტორებს და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს კი კომპანია სთავაზობს საინვესტიციო პორტფოლიოს მართვას, რომელიც მოიცავს მზარდი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპების მოძიებას და ინვესტირების პროცესის განხორციელებას, Due Dilligence ის პროცესის განხორციელებას, სტარტაპების ღირებულების შეფასებას და EXIT სტრატეგიის შემუშავებას. ინვესტოს სერვისები სტარტაპებს უმარტივბეს ინვესტიციის მოპოვების პროცესს.  ინვესტო ბაზარზე გამორჩეულია თავისი გამოცდილებით, მიღწული შედეგებით, რომელიც მოიცავს 170 სტარტაპს და 15 მილიონი დოლარის მოზიდულ ინვესტიციას. მომდევნო 2 წელიწადში დაგეგმილია რომ ინვესტოს პორტფოლიო მიაღწევს 400 სტარტაპს და მოხდება რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე გასვლა, ამავე დროს ინვესტოს სერვისები გახდება ავტომატიზირებული და პლატფორმის საშუალებით სტარტპები შეძლებენ პირველადი შეფასების დადგენას და პლატფორმის საშუალებით ასევე ინვესტორები შეძლებენ ინვესტირებას სტარტპებში.

 

კოლორ ჯგუფი


„კოლორ ჯგუფი“ დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს. „კოლორ ჯგუფი“ ფარავს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის: საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, საგამომცემლო, მედია, ფარმაცევტულ და სამედიცინო, ავტომოტივს, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, საავიაციო, გასართობ ინდუსტრიებს. კომპანიის წარმოების განლაგება იძლევა ადგილობრივი და საერთაშორისო დისტრიბუციის ოპტიმალური კომბინაციის საშუალებას. 

 

რუხი დედოფალი


„რუხი დედოფალი“ აწარმოებს თაფლს და ფუტკრის სხვადასხვა პროდუციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. კომპანია დაარსდა 3 წლის წინ, 2019 წელს. 2020 წლიდან აქტიურად მუშაობს ექსპორტზე, კომპანიის პროდუქტები იყიდება რამდენიმე ქვეყანაში : საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ყატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში. კომპანია სთავაზობს მომხარებელს მაღალი ხარისხის თაფლს და სხვადასხვა ფუტკრის პროდუქტებს, პროდუქტები მოწმდება საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში და იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიის პროდუქტები აქტიურად იყიდება დღემდე. 2021-2022 წლის ლონდონის საერთაშორისო თაფლის დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიამ მიიღო ვერცხლის პრიზი, საუკეთესო ხარისხის თაფლის წარმოებისთვის, ამავე წლის აგვისტოში სტამბოლში, თურქეთში გამართულ აპიმონდიის სიმპოზიუმსა და გამოფენაზე კი - ოქროს პრიზი დაიმსახურა. 

 

 

ჯიოსი


„ჯიოსი“ 2016 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი მიმართულება გახლავთ კომერციული, ინდუსტრიული, საოფისე და სხვა დანიშნულების შენობების გათბობა / კონდიცირების და ვენტილაციის სისტემებით უზრუნველყოფა. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს სრულიად ახალი თაობის ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და სწორ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. კომპანიის წარმატებას განაპირობებს მომსახურების და პროდუქციის მაღალი ხარისხი, ძლიერი გუნდი, ინოვაციური ხედვები, მომხმარებლების მიმართ ერთგული დამოკიდებულება და მათი მხრიდან მაქსიმალური ნდობა. „ჯიოსი“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს, ევროპულ მაღალი კლასის ბრენდს „INVENTOR“ ( ინვენტორი ), რომლის ახალი თაობის ტექნოლოგიებს და პროდუქციას ნერგავს ადგილობრივ პროექტებში.  

 

 მაუს მელტერს გრუპი


„მაუს მელტერს გრუპი“ აწარმოებს პროდუქტს, რომელიც ასოცირებულია ქართული კულტურის მნიშვნელოვან დეტალთან, მის შესაქმნელად კი გამოვიყენებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეული, რომელიც დამზადებულია ბელგიაში და პასუხობს მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს.  კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ბელგიური შოკოლადის ქვევრებს. შოკოლადის ქვევრები გამოირჩევა როგორც გემოვნური მახასიათებლებით, ასევე შეფუთვის ორი სახით, თეთრი ყუთი (შიგთავსიანი ქვევრები) და შავი ყუთი (სამი სხვადასხვა სახის მასიური შოკოლადი). მომდევნო წლიდან დაგეგმილია კიდევ განსხვავებული, გაზრდილი შეფუთვა, რომელშიც გაზრდილი იქნება შოკოლადის ასორტიმენტიც.

 

Woodcraftersgeorgia  

Woodcraftersgeorgia  ძველ, დაშლილ, საუკუნოვან ხის სახლებს, ბეღელებს და წისქვილებს ახალ თანამედროვე ავეჯად გარდაქმნის. კომპანია საუკუნოვანი მეორადი მუხის ხისგან ახალ სიცოცხლეს ქმნის, რომელიც იმის გარდა, რომ არის გემოვნებიანი და ხარისხიანი, გამოირჩევა ექსკლუზიური დიზაინით და თითქმის არ მეორდება.

 

 ფილები

„ფილები“ აწარმოებს  ქვის იმიტირებულ ფილას კედლის დეკორისთვის. ყველა ყალიბი დამზადებულია ხელით და არის უნიკალური. ასევე იწარმოება ქართული აგური, რომლის ფორმაც განსხვავდება ბაზარზე არსებული აგურისგან, რადგან მისი ყალიბიც შექმნილია ექსკლუზიურად. 

 

შონი დენტი


სტომატოლოგიური კლინიკა „შონი დენტის“  პრიორიტეტია სრულყოფილი სტომატოლოგიური სერვისი, სრული პაკეტი, ხარისხზე ორიენტირება და კმაყოფილი პაციენტები. 

 

ეარ მენეჯმენტ სისტემს


კომპანია „ეარ მენეჯმენტ სისტემს“ წარმოადგენს სავენტილაციო სისტემების: ჰაერსატარების, ფასონური ნაკეთობების, ცხაურების, მაყუჩებისა და დემფერების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოს, სადაც იწარმოება სხვადასხვა ტიპის , ფორმისა და სირთულის პროდუქცია, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ცხაურები მზადდება ალუმინისაგან, აეროდინამიური პირები ადვილად იცვლიან მიმართულებას და ჰაერის ნაკადის მიმართვა შეიძლება სასურველი კუთხით. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დემფერის დამატება - ჰაერის მიწოდების გასაკონტროლებლად. გამოიყენება: სავაჭრო ცენტრებში, საცხოვრებელ ფართებში, ოფისებსა და სამუშაო სივრცეებში, ავტოფარეხებში, ავტოსადგომებზე, საავადმყოფოებსა და ჰიგიენურ ზონებში, ასევე ქარხნებსა და ინდუსტრიულ ზონებში. 

 

პრესტიჟ ლუქსი

„პრესტიჟ ლუქსი“   ესთეტიკური მედიცინი კლინიკაა, რომელიც ზრუნავს ადამიანების  ჯამრთელობაზე და სილამაზეზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი.  

 

ირინოლა


„ირინოლა“ აწარმოებს თაფლს და მომხმარებელს აწვდის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს. პროდუქტი ბაზარზე წარმოდგენილია განსაკუთრებული ბრენდინგით - თაფლი ისტორიულ თიხის ქოთანში.