Business news
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა"
ბიზნეს ბლოგი
09 November 2022
visibility 1695


კომპანია ,,მადარტი“ 13 წელია ბაზარზეა და აწარმოებს მაღალი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს და საცხობ პროდუქციას.
კომპანიის მთავარი ღირებულება პროდუქციის ხარისხი და მომსახურების მაღალი სტანდარტების შექმნაა და სწორედ ამ ორი ძირითადი პირობის დამსახურებითაა, რომ კომპანია ვითარდება და ავითარებს მომსახურების ხარისხსაც.
,,მადარტი“ იყო პირველი საკონდიტრო, რომელმაც შექმნა საკუთარი მიტანის სერვისი, დანერგა მარტივი ონლაინ გადახდის სისტემა, შექმნა 30 ადამიანით დაკომპლექტებული კომუნიკაციის მენეჯერების გუნდი და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის ყოველდღიურ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, საკონდიტრო პროდუქციის მიტანა აქცია ყველაზე სწრაფ და მარტივ პროცესად.
 კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის უკუკავშირია, ამიტომ ყველა შეკვეთის შემდეგ, მათ ეგზავნებათ შეტყობინება პროდუქციის ხარისხისა და მომსახურების შეფასების შესახებ, ასევე სამ თვეში ერთხელ, კომუნიკაციის მენეჯერები უკავშირდებიან მომხმარებლებს და მათგან იგებენ რა აქვს კომპანიას შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი.
 



ოპტიკური სალონი „ჯემინი“ მომხმარებელს ერთი სივრცის პრინციპით სთავაზობს მომსახურებას - მომხმარებელს შეუძლია ექიმი-ოფთალმოლოგის სრული მომსახურების მიღება და პროდუქტის შეძენა მოკლე დროში და ერთ სივრცეში განახორციელოს. უახლესი კვლევითი აპარატურა, კომფორტული კვლევითი სივრცე საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელმა კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგის მომსახურება სრულფასოვნად მიიღოს, უწყვეტი პროცესით კი გადამისამართდება დატრენინგებულ, გამოცდილ კონსულტანტთან, რომელიც სათვალეს რეცეპტის მიხედვით შეარჩევს მომხმარებელთან ერთად.  საბოლოოდ, მომხმარებელი ოპტიკაში მოსვლიდან მის დატოვებამდე უწყვეტ, სრულყოფილ სერვისს იღებს მხედველობის გასაუმჯობესებლად.

 



„ვინდლაიფი“ მრავალპროფილური კომპანიაა, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს სხვადასხვა მომსახურება, შეიძინოს საკანცელარიო ნივთები, ასევე კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარები, მიიღოს სხვადასხა სარეკლამო თუ საოფისე მოსმახურება, შეათანხმოს დიაზაინი და გააკეთოს ახალ ბიზნესისთვის სრული ბრედნირების მომსახურება, მიიღოს რჩევები ბიზნესის დაწყების პირველივე საფეხურიდან, თუნდაც საგადასახადო-საბუღალტრო განხრით. კომპანიას აქვს ასევე კომპიუტერული ტექნიკის პროგრამულად უზრუნველყოფის მომსახურება, რაც მომხმარებელს კიდევ მეტ საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭროა დახმარება და დაზოგოს დრო და ენერგია. 

 



კომპანია “აკვალაინი“ 2006 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას: • ყველა ტიპის საცურაო აუზის (კომერციული, კერძო, შიდა და გარე აუზები) პროექტირება/მშენებლობა/რეკონსტრუქცია; • საუნის, SPA -ს, ორთქლის ოთახის პროექტირება და მშენებლობა; • დანადგარები და აქსესუარები; • საცურაო აუზის წყლის ქიმიკატები; • სერვისი, სათადარიგო ნაწილები; • წყლის ხარისხის კონტროლი; • აუზის დასუფთავება და მოვლა; • წყლის ფილტრაცია, ოსმოსი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური კადრი, კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ დამკვეთს გაუწიოს მაღალი ხარისხის მომსახურება და კონსულტაცია მისთვის ნებისმიერ საინტერესო საკითხზე.  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიაში დაინერგა ERP სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს გაწეული მომსახურება და მომხმარებლის მოთხოვნები. 

 



 

„დიდჯი“ ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს ონლაინ ხილვადობის გაზრდაში და ბიზნესის გაციფრულებაში. „დიდჯიზე“  შეგიძლიათ გახსნათ ვებგვერდი ისე მარტივად, როგორც სოციალურ მედიაში ანგარიში.  ინტერაქტიული სისტემის დახმარებით, სადაც კითხვა-პასუხის და სელექციით დგინდება თუ რა სახის ვებგვერდი სჭირდება მომხმარებელს. ამ პროცესს სულ 5 წუთი სჭირდება და ბოლოს მომხმარებელი ნახულობს საიტის ლაივ 3 მაგალითს, რომელიც მის საქმიანობას შეესაბამება. 

ასევე მათ, ვისაც ბრენდის იდენტობა არ აქვთ, კომპანია სთავაზობს გრაფიკული დიზაინერების ჯგუფის მომსახურებას, რომლების შექმნიან ბრენდბუქს.

 



ბუტიკური სასტუმრო “კაბო ვერდე” წარმოადგენს თვისობრივად ახალ პროდუქტს აჭარის ტურიზმის სეგმენტში. „კაბო ვერდემ“ მოახდინა დასავლეთ ევროპის გამოცდილების გადმოტანა საქართველოში  და მომსახურების სტილი და ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ამ სფეროს შეთავაზებებისგან. პირველ რიგში ბუტიკური გარემო, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ სტუმართან, ამასთან ერთად შენარჩუნებულია მომსახურების უმაღლესი დონე. სასტუმროს სლოგანია: “we do not sell hotel room, we sell guest experience.” 

 



 MON ARCH [ფრანგულად ჩემი არქიტექტურა] არის ინტერიერის დიზაინის საპროექტო ორგანიზაცია. კომპანიის დამკვეთები ინტერიერის დიზაინის დახმარებით ცდილობენ ინდივიდუალური სივრცეების ფორმირებას. ისინი მომსახურებას იყენებენ იმ რთულ ურბანულ განაშენიანებისგან გასამიჯნად/შესარწყმელად, რასაც ქალაქი ქმნის. MON ARCH-ის მთავარი ფილოსოფია სწორედ ინტერიერის დიზაინის დახმარებით იმ პარალელური სამყაროს ფორმირებაა, რომელიც ქმნის ინდივიდუალიზმს და ამ ინდივიდუალიზმზე მორგებული საცხოვრებელი, სამუშაო თუ მოსასვენებელი სივრცის საუკეთესო ვერსიას.  ადამიანების ფსიქოტიპების გამოვლენის მიზნით, კომპანიამ საქართველოში დანერგა ბრიტანული ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის სიზუსტე 95%-ს აღემატება.  ტესტის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული პასუხების მიხედვით ხდება ადამიანების ინდივიდუალურად გამორჩევა,  რეკომენდაციებისა თუ სხვა მრავალი სახის ინფორმაციის მიცემა და დამკვეთებისათვის ინდივიდუალური ინტერიერის დიზაინის შექმნა.  

 



Სასტუმრო „ეპიზოდი“ არის პირველი სრულად ტექნოლოგიური სასტუმრო საქართველოში, რეგიონში. ეპიზოდის შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიამდე და პანდემიის დადგომამ კიდევ უფრო ხელი შეუწყო მის საჭიროებას. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მომხმარებელს სჭირდება სივრცე, სადაც შეძლებს : მშვიდად მუშაობას, ინსპირაციის მიღებას, განმარტოებას , დამოუკიდებლად და სწრაფად სავალდებულო პროცესების გავლას, დისტანციურად მუშაობას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, მას ამასთანავე არ აქვთ შეზღუდვა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოგზაურობის. ტექნოლოგიურობა გამოიხატება სხვადასხვა ინსტრუმენტებში, რომელსაც „ეპიზოდი“ სთავაზობს როგორც მომხმარებლებს, ისე გუნდის წევრებს: ეპიზოდში მოსულ სტუმარს არ დახვდება ტრადიციული ე.წ reception desk, მას დახვდება სრულად ეპიზოდის გუნდის მიერ შექმნილი ე.წ kiosk , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას 2 წუთში სრულად დამოუკიდებლად განახორციელოს რამდენიმე აქტივობა : check in, check out, ჯავშნის გაკეთება, გადახდა, და ბარათის აქტივაცია. Პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ჯავშნის შემთხვევაში მეილზე მიღებული QR-ის გააქტიურება ან კრიპტო გადახდა, რომელიც მხოლოდ სასტუმრო ეპიზოდს აქვს საქართველოს სასტუმროების ინდუსტრიაში. გარდა კიოსკისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს აპლიკაციას, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ყველანაირი აქტივობის შეასრულება ნებისმიერი ლოკაციიდან. Გარდა ტექნოლოგიებისა, შექმნილია მოხმმარებელზე ზრუნვის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული სტუმრის ბედნიერებას და კმაყოფილებას. Რაც შეეხება შიდა გუნდში ტექნოლოგიების დანერგვას, მუშავდება სრულიად ახალი სასტუმროს მართვის სისტემა, რომელის ანალოგიც დღეს საქართველოს ბაზარზე არ არის დანერგილი. Სისტემა გვეხმარებს რომ თითოეულ თანამშრომელს შეეძლოს დღის განმავლობაში სასტუმროს მდგომაროების მარტივად აღქმა. ის ორჯერ ამარტივებს პროცესებს, ამცირებს შეცდომის ალბათობას და უფრო მოქნილს ხდის თანამშრომლების რაოდენობის მართვას. ეპიზოდში თანამშრომლის აყვანისას მთავარი მახასიათებელი არასდროს არის მისი გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტირაში, მთავარია მისი მოტივაცია სიახლის კეთების, სწორედ ამიტომ სასტუმროში გაიხსნა ეპიზოდის აკადემია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთში განათლების და გამოცდილების გაზიარება ხდება.

 

 



„დადე“ მომხმარებლებს უზრუნველყოფს უსაფრთხო გადახდის და დაზღვეული მიწოდების სერვისით. 

„დადე“ მომხმარებლებს კატეგორიებისა და ლოკაციის მიხედვით ძიებას და მოძიებული ნივთის უსაფრთხო და დაზღვეული ყიდვა-მიწოდების პროცესს სთავაზობს. 

 



12 წლიანი გამოცდილებით კომპანია “ქარექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, ევროპიდან და კანადიდან. კომპანია “ქარექსპრესი” ლიცენზირებული ავტო იმპორტიორია, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე. კომპანიის მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული, ინოვაციური სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ავტომობილის შეძენის მსურველებს, ასევე ავტო იმპორტის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს. 

 

 



კომპანია „ჩირჩხელა“ გამოირჩევა დასახელებით, რომელიც მომხმარებლისთის დასამახსოვრებელია,  ჩირჩხელები ნიშნავს ჩირების, ჩურჩხელების, თხილეულის და ტყლაპების ერთობლიობას, სინთეზურ და ჯანსაღ დესერტს. კომპაია გამორჩეულია თავისი მიდგომებით მომხმარებლისადმი. კრეატიულად შეფუთული და გულით მირთმეული ჯანსაღი დესერტი, რომელსაც თან ახლავს საჩუქრები ერთგული მომხმარებლების დაბადების დღეებსა თუ დღესასწაულებზე.  

 



 

„დიფი“ არის ვეგეტარიანული და ვეგანური კაფე თბილისში, წითელ ბაღში, რომელიც დედა-შვილის დაფუძნებულია.  წლების წინ ყველაფერი უბრალოდ ჰუმუსის კეთებით დაიწყო. სამეგობროს მიერ ქალაქში საუკეთესო ჰუმუსად აღიარების შემდეგ იყო მონაწილეობის მიღება სთრით ფუდ მარკეტებში, შემდგომ შეიქმნა ფეისბუქ გვერდი, რომლიდანაც იღებდნენ შეკვეთებს. პანდემიის დროს მიიღეს შეთავაზება  იოგა სტუდია ლუმოსისგან, რომ მათ სივრცეში კაფე გაეხსნათ. გახსნის დღიდან მომხმარებლებს აქვთ საშუალება ისიამოვნონ გემრიელი, ჯანსაღი საკვებით მშვიდ გარემოში.   მომსახურების არეალი არ შემოიფარგლება კაფის ტერიტორიით, სტუმრებს შეუძლიათ აიღონ პლედები და ბალიშები, მოთავსდნენ პარკში და თითქმის მთელი დღე გაატარონ ჰაერზე, გემრიელი საკვებით. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებით მოწონთ ქალების მიერ შექმნილი ოჯახური ბიზნესის იდეა და გარემო, რომელსაც აქ ხვდებათ, აქაური ჰუმუსი და ფალაფელი კი ქალაქში ყველაზე გემრიელად არის აღიარებული იმ ადამიანების მიერ, ვინც გასინჯა. მენიუში არსებული კერძების უმრავლესობას ქართული ბიო პროდუქტებისგან მზადდება. 

 



 

რესტორანი „თავისუფლების“ შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში დაიბადა. მიზანი იყო რომ შექმნილიყო თანამედროვე თბილისის ახალი ხედვა და ეს გამოხატულიყო კერძებში, ინტერიერში და მომსახურეობაში. ბუნებრივია რესტორნის სახელი მის მდებაორეობასთან - თავისულფლების მოედანთან კავშირშია, მაგრამ არა მხოლოდ ეს გამოხატავს თავისუფლებას - აქ შეგიძლიათ სხვადასხვა სივრცით ისარგებლოთ და დააგემოვნოთ რამდენიმე ტიპის სამზარეულო. მენიუ აერთიანებს ქართულ, ევროპულ და აზიურ კერძებს. აღსანიშნავია თანამედროვე ხელწერა ქართული ტრადიციული კერძების შექმნაში და რესტორნის საკონდიტროს გამორჩეული დესერტები.

 



„K Group“ არის ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია. ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას. „K Group“ მიზნად ისახავს იყოს ლითონის ნაკეთობათა წარმოების სექტორში საუკეთესო ბრენდი. „K Group“ აწარმოებს ყველანაირი სირთულის და დიზაინის ლითონის ნაკეთობას ინოვაციური ტექნოლოგიების, ესთეტიკის და გამოცდილების შერწყმით. წარმოებული „K Group“_ის მიერ ნიშნავს უკომპრომისობას ხარისხთან. ცდილობს შექმნას ახალი ღირებულებები, რომელიც უპასუხებს მაღალ მოლოდინებს და უზრუნველყოფს სანდო მომსახურებას. თავისი ტექნიკური პერსონალით დანერგა საუკეთესო სერვისი, ჰყავს გუნდი რომელიც მუშაობს მომხმარბლისთვის, ჰყავს გაყიდვების შემდგომი მხარდამჭერი გუნდი და უქმნის გამორჩეულ გამოცდილებას მომხმარებლებს და ბიზნეს პარტნიორებს.