Business news
100 ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის | სააგენტოები, რომლებიც სტრატეგიებზე მუშაობენ
22 December 2020
visibility 3088

Windfor’s ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პიონერი სააგენტოა, რომელიც 16 წელია არსებობს, 1 წლის წინ კი კომპანიამ უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაიწყო ოპერირება. ციფრული დეპარტაპენტი სააგენტოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მუდმივად ვითარდება. ვინაიდან დღეს მარკეტინგული კომუნიკაციის ეპიცენტრი სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებშია, Windfor’s-ის, როგორც სააგენტოს ფოკუსი უფრო და უფრო იზრდება ამ მიმართულებით. 

ციფრული საკომუნიკაციო არხები ფაქტობრივად კომპანიის სახეა, რომელიც თან საჭიროა (თითქმის სავალდებულო) და თან - ძალიან მომგებიანი. საკომუნიკაციო არხებისა და მათი ფორმატების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ეს ტიპი იძლევა საშუალებას მოერგოს ბრენდის ნებისმიერ საჭიროებას, იქნება ეს ცნობადობის გაზრდა, მომხმარებლის სიყვარულისა და ლოიალობის მოპოვება თუ გაყიდვების სტიმულირება. რაც მთავარია, ციფრულ არხებს აქვს სამი დიდი უპირატესობა: 1. დაბალი ფასი 2. სამიზნე აუდიტორიის ზუსტი შერჩევის საშუალება და 3. მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა, რაც საერთო ჯამში, კომუნიკაციისა და მისი შედეგების მუდმივი ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.

 

Socialsharks ციფრული სააგენტოა (Digital Reformer Agency), რომელიც ჩეხეთში 2008 წელს დაარსდა, ქართული ოფისი კი 2015 წელს გავხსენით. თავდაპირველად ორიენტირებულები ვიყავით მხოლოდ სოციალურ მედიაზე, რადგან გვინდოდა, სერვისების გაფართოვებამდე, ამ მიმართულებით ლიდერობა მოგვეპოვებინა. 2017 წლიდან დავამატეთ სხვა ციფრული მიმართულებები, როგორიც არის Google Management. 2019 წლიდან ფროდაქშენის მიმართულება, ხოლო 2020 წლიდან ცალკე კონტენტის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს ყველა სახის კონტენტის წარმოებაზე ციფრული არხებისთვის. კომპანიის მისიაა სრულყოფილობის სტანდარტის დანერგვით დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს და კლიენტებს გახდნენ ლიდერები თავის სფეროში. 

გვჯერა, რომ დროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ციფრული მარკეტინგი კომპანიებისთვის ბიზნეს შედეგის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი არხია. ვფიქრობთ, რომ ციფრული სივრცე თვიდან ბოლომდე data driven marketing-ია, სადაც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მომხმარებელს, შევისწავლოთ მათი ქცევა და კამპანიებს ოპტიმიზაცია გავუკეთოთ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი ჰქონდეთ კლიენტებს. ის ფაქტი, რომ ვართ ფეისბუქის მარკეტინგ პარტნიორები,საშუალებას გვაძლევს, რომ ყოველთვის ვიყოთ ერთი ნაბიჯით წინ და პლატფორმის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისევ და ისევ კლიენტების ბიზნეს შედეგების მისაღწევად.

 

Quick-ი ციფრული სააგენტოა, რომელიც 2019 წლის თებერვალში შეიქმნა. ჩვენი საქმიანობის სფერო ციფრული სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს, რაც ბიზნესს საკუთარი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების გზით, რთული მარკეტინგული და ბიზნეს ამოცანების მიღწევაში ეხმარება. ამჟამად ჩვენი პრიორიტეტი მცირე ბიზნესისა და სტარტაპებისთვის იმის გაცნობაა, თუ რა როლი აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს მათი სწრაფი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შევქმენით პროექტი Quickstart. პროექტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა - მისი მიმდინარეობისას სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს ვაწვდით ინფორმაციას ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში. 

ბუნებრივია, რომ ციფრული კომუნიკაციის ხარისხი სამყაროში, სადაც გაციფრულება აუცილებლობად არის ქცეული, ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად იქცა. დღეს ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც შეზღუდული რესურსების ფარგლებში უწევთ კონკრეტულ ბაზარზე ოპერირება. იმედია, ქართულ ბაზარზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი გახდება და ბიზნესი უფრო მალე გამოიყენებს მას, როგორც კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს. 

Hans & Gruber-ის დაარსების იდეა იმ პრობლემიდან გაჩნდა, რომლის გადაუჭრელობაც ჭამის წინ და შემდეგ თანაბრად გვაწუხებდა. ეს პრობლემა სიღრმისეული სტრატეგიული ანალიზისა და ამ სტრატეგიის განხორციელებაში ციფრული ინოვაციების ნაკლებობა იყო. 

ჩვენი არსებობაც ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება – დავეხმაროთ საკუთარი საქმის სიყვარულით და ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შესაძლებლობების აღმოჩენაში, შევთავაზოთ მიზნის მიღწევის სტრატეგიული გზები და სტრატეგიის განხორციელებისას აქტიურად გამოვიყენოთ ციფრული სამყაროს რთული, მაგრამ საჭირო სიკეთეები. 

რატომ უნდა აითვისონ ბიზნესებმა კომუნიკაციის ციფრული არხები? ციფრული არხები კომუნიკაციის აქამდე წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს: 

  • მომხმარებლებთან ყველაზე ხარჯეფექტურ კომუნიკაციას; 
  • წვდომას მთელს მსოფლიოზე ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია; 
  • სამიზნე სეგმენტის ზუსტ ტარგეტირებას ინტერესების, ქცევების, სოციო-დემოგრაფიული და სხვა პარამეტრების მიხედვით; 
  • რელევანტური ინფორმაციის დროულად მიწოდების საშუალებას; 
  • მომხმარებლებთან ორმხრივი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას; 
  • მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების ავტომატურად მიწოდების შესაძლებლობას; 
  • გაყიდვების, კონსულტაციის, ტექნიკური დახმარების და სხვა ბიზნეს პროცესების ონლაინ გადატანას; 
  • მიღებული შედეგების ზუსტ ანალიტიკას და შედეგად, მარკეტინგულ ინვესტიციაზე უკუგების დათვლის შესაძლებლობას. 

Watergunz 3 წლის წინ, 2017 წელს შეიქმნა. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: სტრატეგია, კრეატივი, არტ დაირექშენი და დიჯითალი. დღეს კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც კომერციული, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, რაც უფრო დახვეწილი სტრუქტურის ჩამოყალიბებას გულისხობს. ეს გაგვიმარტივებს ადაპტაციას სამომავლო გამოწვევებთან და, ამავე დროს, შესაძლებლობას მოგვცემს ეფექტურად გადავჭრათ მარკეტინგული და შემოქმედებითი ამოცანები როგორც ქართულ, ასევე საერთასორისო ბაზარზე. 

ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ციფრული მარკეტინგის არსებობის გარეშე. უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არ არსებობს უფრო ეფექტური, მარტივი და იაფი გზა ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის. თავის მხრივ, მომხმარებლებიც უფრო ლოიალურები არიან ბრენდების მიმართ, რომლებიც მეტს სთავაზობენ მათ, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ციფრული მარკეტინგის სწორი გამოყენება, რაშიც სტრატეგიას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწრაფი და პირდაპირი კომუნიკაცია აუდიტორიასთან ერთგვარი გამოწვევაცაა ნებისმიერი ბიზნესისთვის რაშიც covid 19-მა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ბიზნესის პოზიციას და რეაგირებას ამა თუ იმ სიტუაციაში, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, ამიტომ სასურველია დავრწმუნდეთ, რომ კომპანიის პოზიციონირება ციფრულ მედია არხებში ზუსტად შესაბამება ბრენდის იმიჯს. მომხმარებლის ქცევა დინამიურია, სწორედ ამიტომ ბრენდი უნდა იყოს თანმიმდევრული და შეძლოს ადაპტაცია, სამომავლო გამოწვევებიდან გამომდინარე.

 

4MEDIA არის მარკეტინგული სააგენტო, რომელიც 5 წელზე მეტია წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით, რომ სწორად იყვნენ პოზიციონირებული სოციალურ მედიაში და თქვან თავიანთი სათქმელი განსხვავებულად, თუმცა ჩვენს სერვისებში შედის, როგორც ვებგვერდის დამზადება ასევე, სრული ბრენდინგის შექმნაც. 

ამ ეტაპზე კომპანიაში 25 ადამიანი მუშაობს, თუმცა ვაპირებთ შემოვიმატოთ ახალი კადრები და გავაგრძელოთ სვლა წარმატებისკენ. ჩვენთვის ციფრულ მარკეტინგი მომავალია. ვფიქრობთ, რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო საჭირო გახდება ბიზნესის განვითარებისთვის ეს მიმართულება. სწორედ ამიტომ, დღეს ვმუშაობთ, რომ ჩვენი ძალები კიდევ უფრო მეტად მივმართოთ ციფრული სამყაროსკენ.


 

ელიოტი შეიქმნა 2015 წლის ბოლოს, უკვე არსებული სააგენტოს ბაზაზე. გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვალა, ისევე როგორც ბრენდი. უმთავრესი ცვლილება იყო სააგენტოს ტრანსფორმაცია ციფრული კრეატივის მიმართულებით. 

ელიოტს ყველაზე მეტად ელიოტელები ეამაყება - საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომელთა მიზანია კლიენტების მარკეტინგული მიზნების მაქსიმალურად ეფექტურად მიღწევა. ამ საქმიანობაში კი ციფრულ არხებზე მეტად არაფერი გვეხმარება. ყველაზე ზუსტად სწორად აქ შეგვიძლია დაგეგმვა, რადგან ციფრულ სივრცეში კრეატივის ყველაზე ფართო შესაძლებლობები გვაქვს და შედეგების გაზომვაც უფრო ზუსტად შეგვიძლია ვიდრე ნებისმიერ სხვა არხში. ელიოტში მიგვაჩნია, რომ ყველა პროექტში უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე და ცოტა მეტადაც.


 

კრაკენი 2014 წლიდან არის ბაზარზე და ჩვენი მთავარი მიმართულება ციფრული მარკეტინგია. ამასთანავე კომპანიებს ვემსახურებით ბრენდინგის მიმართულებითაც. ეფექტური კომუნიკაცია ციფრულ სივრცეში ყველა ბრენდს სჭირდება და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, კომფორტი შევუქმნათ კომპანიებს და დავეხმაროთ ეფექტურ კომუნიკაციაში მომხმარებელთან. 

დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ რამხელა საჭიროებაა ბიზნესი ძლიერად იყოს წარმოდგენილი ციფრულ სივრცეში, მოცემულ სიტუაციაში ფაქტიურად შეუძლებელია სხვანაირად განვითარება და პოზიციების შენარჩუნება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ ეს მიმართულება ნომერ პირველი პრიორიტეტია ნებისმიერი სახის კომპანიისთვის.

 

McCan ამერიკული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. ის ფაქტიურად პირველი სარეკამო/მარკეტინგული საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა და უკვე 22 წელია ემსახურება როგორც გლობალურ, ასე - ქართულ კომპანიებს. მაკენის მიზანია, McCann - საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლიენტებთან მომსახურებაში და იმ გამოცდილების, ექსპერტიზის გამოყენება, რაც დასავლური ქვეყნების ბაზრებზე უკვე დიდი ხანია არსებობს კლიენტების მომსახურებისას. 

ციფრული მედიას მომავლის მედიას უწოდებდნენ არც ისე დიდი ხნის წინ. დღეს ეს მომავალი უკვე დადგა. დღეს ციფრული სივრცე არის მედია, რომელის მნიშვნელობაზე დისკუსიები ნაკლებად მიმდინარეობს. ის, ე.წ. ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, უფრო მცირებიუჯეტიანი და ზუსტი მედიაა უამრავი ცვლადი და განახლებადი ტექნიკური შესაძლებლობით, რომელიც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, უპასუხოს საკუთარ ბიზნეს ამოცანებს.

პროექტზე "100 ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის" რეგისტრაციის მეორე ტალღა 13 ნოემბერს დაიწყება. 

განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ბმულზე