გელა მღებრიშვილი

საკონსულტაციო კომპანია "Nexia Ta"-ს მმართველი პარტნიორი

arrow_forward რეგისტრაცია დასრულებლულია

საგადასახადო საკითხები
საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრა

ტრეინინგი ჩატარდება ხუთშაბათს 18:00 საათზე 

ხანგრძლივობა 180 წუთი

ტრეინინგის მიზანია მსმენელი გაერკვეს საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების ძირითად პრინციპებში. ასევე ტრენინგის შემდეგ შეძლებთ საქართველოსა და სხვა ქვენყებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულებების სწორ გამოყენებას. 

ძალიან ხშირად საკითხის არასრულ ცოდნას კომპანია მიყავს ორმაგ დაბეგვრამდე ან სულაც გადასახადის არამართებულად გადაუხდელობამდე. ორივე შემთხვევაში კომპანია დგება ერთის მხრივ ზედმეტი გადასახადის გადახდის და მეორეს მხრივ ჯარიმის რისკის ქვეშ. 

კურსი დააინტერესებთ როგორც კომპანიის ბუღალტრებს და ფინანური განყოფილების მმართველებს, ასევე კომპანიის ხელმძღვანელებს. გაერკვევიან რა აღნიშნულ პრინციპებში მსმენელები შეძლებენ კანონთან შესაბამისობაში დაზოგონ გადასახადი. 

ტრეინინგზე განხილული იქნება: 

  • ორმაგი დაბეგვრის ცენტრალური კონცეფციები; 
  • საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების ცალკეული დებულებები;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საერთაშორისო დაბეგვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუხლები.
  • ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინების არსი და მნიშვნელობა, როგორიცაა: რეზიდენტობა, მუდმივი დაწესებულება, შემოსავლის ბენეფიციარი მფლობელი და ა.შ.
room

Zoom

0