მენეჯმენტი
მართვის შედეგების ანატომია
ტრენინგი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კომპანიის და ასევე მოზრდილი კომპანიების მაღალი დონის მენეჯერებისთვის და კომპანიის მფლობელებისათვის, ტრენინგს ასევე შეიძლება დაესწროს ფინანსური და სხვა მიმართულების მენეჯერები.
ხანგრძლივობა: 120 წუთი
წინამდებარე ტრენინგი უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს მოდელის სისტემური ხედვის გამომუშავებას და KPIs სისტემის (კომპანიის საქმიანობის ინდიკატორების) შექმნის, დანერგვის და მართვის მეთოდების და მექანიზმების გამოყენების უნარების გამომუშავებას, რაც კომპანიის ბიზნეს, საოპერაციო და ფინანსური მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- კომპანიის მართვისას ძირითადი გამოწვევები
- KPIs სისტემის (კომპანიის საქმიანობის ინდიკატორების) სტრუქტურა და შექმნის პროცესი
- ბიზნესს კომპანიების 3D მოდელის და ღირებულების შექმნის სისტემის მიმოხილვა;
- ფინანსური და არაფინანსური მაჩვენებლების/ინდიკატორების განსაზღვრის მაგალითები და პროცესი
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
- საკუთარი კომპანიის ბიზნეს და მართვის მოდელის შეფასებას
- ფინანსური და არაფინანსური მაჩვენებლების/ინდიკატორების განსაზღვრას
- პირველადი KPIs სისტემის შექმნას
room
Zoom
0