ლია ნადიბაიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ESM-ის ფინანსებისაა და აღრიცხვის პროფესორი

arrow_forward რეგისტრაცია

ფინანსები
ფულადი სახსრების დაგეგმვა

ტრეინიგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისათვის, მენეჯერებისათვის, ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის. 

ხანგრძლივობა: 1სთ და 30 წუთი

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია.

წარსულის ანალიზით მომავალი უნდა დავგეგმოთ. გეგმები კი ფინანსურ პროგნოზსაც მოიცავს, რაც მრავალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. 

ფინანსები არის დაგეგმვის ცენტრალური არე. კომპანიის ნებისმიერ გეგმას ფინასური განხორციელება სჭირდება , უნდა შეფასდეს გეგმების მიღწევადობა შეზღუდული რესურსების პირობებში. მნიშვნელოვანია ფულის კონტროლი და მისი მიმოქცევის პროგნოზი, რომელიც ყველაზე კრიტიკული რესურსია კომპანიაში. 

შეხვედრის განმავლობაში ერთერთი კომპანიის მაგალითზე დავგეგმავთ მომავალ ფულად ნაკადებს, საპროგნოზო უწყისებს, რაც საშუალებას მისცემს მენეჯმენტს განჭვრიტოს ფინანსური შედეგები, ფინანსური მდგომარეობა საპროგნოზო პერიოდის ბოლოს. 

პირველი ეტაპი: დავაკვირდებით რომელი ელემენტი რა მიმართებაშია გაყიდვებთან ისტორიულად. 

მეორე ეტაპი: დავგეგმავთ გაყიდვებს რაც შეიძლება ფრთხილად და ზუსტად. 

მესამე ეტაპი: მოვამზადებთ საპროგნოზო ფინანსურ უწყისებს და ფულის ბიუჯეტს. 

მეოთხე ეტაპი: შევამოწმებთ როგორ შეიცვლება ფულის საჭიროება, ფინანსური შედეგები და მდგომარეობა გაყიდვების ცვლილების გამო.

room

Zoom meeting

schedule

20 მაისი 2021, 12:00 - 13:30

3